საერთაშორისო ტურნირი კარატეში. შეჯიბრებაში 15 ქვეყნის 800-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. ტრადიციული ჩემპიონატი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ყველა ასაკობრივი ჯგუფის სპორტსმენი ასპარეზობს. ტურნირი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის და საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება. დღეს, აჭარის წარმომადგენლობიდან პირველ ადგილებზე იაკობ ბოლქვაძე, ნიკა გოგუაძე, საბა გაბრიჭიძე და ლუკა შანთაძე გავიდნენ.