პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუმინეთს შორის

03 ივლისი 2018, 00:00 2142 ნახვა

ვიზიარი რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით დღეს პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს. თვითმფრინავი ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით დაეშვება.

ფრენები კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება. რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანაა და მე-20 მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია ვიზიარი შეასრულებს. 15 ნოემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ვენის მიმართულებითაც  განხორციელდება.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი