ქალაქის მერი სამარშრუტო ტაქსებზე - რომ ვყოფილიყავი საქმე გაფიცვამდე არ მივიდოდა

02 ივლისი 2018, 00:00 2575 ნახვა

ბათუმის მერიასა და სამარშუტო ტაქსების მძღოლებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გუშინ გაიმართა და მოლაპარაკება შედგა. ლაშა კომახიძის თქმით, გაფიცვის დროს ქალაქში არ იმყოფებოდა.  მერი დარწმუნებულია, რომ პროტესტის დღეს მძღოლებთან საერთო ენას მარტივად გამონახავდა. 

''სამწუხაროდ იმ დღეებში არც მე და არც მთავრობის თავმჯდომარე ქალაქში არ ვიმყოფებოდით, ვიყავით მივლინებაში. დაემთხვა მაინც და მაინც ამ დღეს, თორემ დარწმუნებული ვარ საქმე გაფიცვამდე არ მივიდოდა და გაცილებით უფრო სწრაფად ვნახავდით საერთო ენას მძღოლებთან. საქმე კი იყო ძალიან მარტივ რამეში, საქმე იყო ამ ადამიანებისთვის ინფორმაციის არასწორად მიწოდებაში. ცალკეული პირების მჯიღს იცემდნენ გულზე და გვევლინებოდნენ დამცველებად, ამაში იწერდნენ პოლიტიკურ ქულებს. მერიის გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციას ჰქონდა ადგილი. გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ხაზების 480-დან, 250-მდე შემცირება იწვევდა დასაქმებულების განახევრებას, თითქოს ჩვენ ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს ვტოვებდით ლუკმა პურის გარეშე, ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი.'' - ამბობს ლაშა კომახიძე.

მერია ამბობს, რომ მგზავრთა გადამყვან კომპანიებს არჩევანის სრული თავისუფლება აქვთ. მათზეა დამოკიდებული ხაზების შემცირების შემდეგ, 8 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავლენ, დღე ჩაგდების პრინციპით იმუშავებენ, თუ რაიმე სხვა ალტერნატიულ საშუალებას გამოძებნიან

''რაც შეეხება დღე ჩაგდებით ტრანსპორტის გადაადგილების საკითხს. ჩვენს კომპანიებს მივეცით აბსოლუტური თავისუფლება. ვცდილობდით არ ჩავრეულიყავით და თვითონ უკეთესად დალაგდებოდნენ. მოერგებოდნენ მოცემულობას. თუ სურთ გადავიდნენ მუშაობის ნორმირებულ, რვა საათიან რეჟიმზე. ისინი დღეში 13 საათის განმავლობაში მუშაობა. მეორე არის დღე ჩაგდებით მუშაობა. დღეს ქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობს 460 მიკროავტობუსი. აქედან 200 ერთეული მოძრაობს გორგილაძის ქუჩაზე,  200 ჭავჭავაძის ქუჩაზე, დანარჩენი სამოცი კი გაბნეულია ქალაქის სხვადსხვა უბანში. იმიტომ არის შეუძლებელი გორგილაძისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე გავლა რთული. არის საცობები, მოძრაობა გადატვირთულია. რა მოხდება თუ ქალაქში 250 მიკროავტობუსი იმოძრავებს - ეს ნიშნავს უფრო მეტად დატვირთულ სამარშრუტო ტაქსებს. ​გადაადგილების დროს, ინტერვალი იქნება ნაკლები და სატრანსპორტო საშუალება დატვირთული ივლის'' - განაცხადა აჭარის საზოგადოერივ მაუწყებელთან ბათუმის მერმა. 

კითხვაზე იქნება თუ არა საკმარისი სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა სასწავლო პროცესის დროს, ასევე ზაფხულში, როცა მგზავრთა ნაკადი განსაკუთრებით იზრდება? ​ლაშა კომახიძე პასუხობს, რომ აღნიშნული ციფრები სიზმრიდან არ მოუტანიათ და ამაზე დიდი გუნდი მუშაობდა. მათ შორის უცხოელი ექსპერტები. 

''გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების სტრატეგია შემუშავდა. ამ წლების განმავლობაში ყველა სეზონზე, ყველა მიმართულებით მიკროავტობუსებში საკონტროლო ჩასხდომები ხორციელდებოდა. ​სპეციალური გრაფიკებით ითვლიდნენ მგზავრების რაოდენობას. ​პროცესში ჩართულები იყვნენ ექსპერტები. ეს არ არის ზეპირი ციფრები, ეს არის დიდი შრომის შედეგი'' - განაცხადა ლაშა კომახიძემ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი