ტატუნაშვილი- ოთხოზორიას სიის განხილვა პარლამენტში მომავალი კვირიდან განახლდება

01 ივლისი 2018, 00:00 1583 ნახვა

რიგგარეშე სხდომების  ფორმატში დაუბრუნდება პარლამენტი ტატუნაშვილი - ოთხოზორიას სიის განხილვას. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, სიაში მოხვედრილ 33 ადამიანთან დაკავშირებით საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებენ რათა მათი მისამართით სანქციები გატარდეს. საუბარია, როგორც საზღვრის კვეთის შეზღუდვებზე, ასევე საბანკო ანგარიშების გაყინვაზე. ოპოზიციის ბრალდებას იმაზე, რომ სიაში რუსეთის მოქალაქეები არ მოხვდნენ არჩილ თალაკვაძემ უპასუხა.

მისი თქმით სიაში არიან ის ადამიანები, რომლებმაც დანაშაულებები მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ჩაიდინეს. ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიაში 33 პირია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. დადგენილების პროექტი მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს, დოკუმენტი  პარლამენტს გადაეგზავნა. ე.წ ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის აღსრულება იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაევალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი