მოსალოდნელია ძლიერი სიცხეები - როგორ დავიცვათ სიცხისგან მოხუცები და ბავშვები

28 ივნისი 2018, 00:00 2502 ნახვა

ფოტო: ნათია სიხარულიძე.

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ძლიერ სიცხეს პროგნოზირებენ. სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება, თუმცა მაღალი ტენიანობის გავლენით, სიცხის შეგრძნება  +36, +38 გრადუსს გაუტოლდება.

როგორ დავიცვათ ბავშვები, ჩვილები, ხანდაზმულები და ქრონიკულად მოავადე პირები ზაფხულის ცხელ ამინდებში? სპეციალისტები მოქალაქეებს რეკომენდაციებს აძლევენ. 

დღის განმავლობაში,  11-დან 17 საათამდე,  ქუჩაში სიარულისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ თავი.

ასევე არ არის რეკომენდებული მძიმე ფიზიკური დატვირთვა. 

საცხოვრებელ სახლსა და სამუშაო ოფისებში აუცილებელია ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნება, დღისით +26 +28, ღამით კი +22+24 გრადუსი. 

რეკომენდებულია დიდი რაოდენობით წყლისა და სხვა სითხის მიღება.

გარუჯვისას მზისგან დამცავი კრემის გამოყენება.

სპეციალისტების თქმით, ძლიერი თავის ტკივილის და გულისცემის რიტმის დარღვევისა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. 

ძლიერი სიცხეების დროს, ქუჩაში გადაადგილებისას რეკომენდებულია ღია ფერის სამოსის, ქუდისა და სათვალის ტარება. 

სპეციალისტები მოქალაქეებს ურჩევენ, ზღვაზე მალფუჭებადი საკვების მიღებისგან თავი შეიკავონ, რადგან მაღალი ტემპერატურის დროს კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევები იზრდება. 

ბათუმის სანაპირო ზოლში, სასწრაფო დახმარების მობილური ჯგუფები იმყოფებიან, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლია. 

ამავე კატეგორიაში