თურქეთის საზღვართან ახლოს, გვირაბთან ძლიერი დაკვამლიანებაა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხებულია. ავტომობილებს არცერთი მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
თურქეთში მყოფი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ იყო აფეთქების ხმა.
ბათუმში თურქეთის საკონსულოში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადეს, რომ საზღვართან ახლოს ნაგავს წვავენ, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია.
მაუწყებელს ერთ-ერთმა მოქალაქემ ვიდეო მასალაც მიაწოდა, კადრებში ჩანს რომ ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი დეტალების დაზუსტებას ცდილობს.
(ვიდეო მოქალაქემ მოგვაწოდა)