რამდენიმე საათია თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. თურქეთის 81 მილიონიანი მოსახლეობის 60 მილიონამდე ადამიანი ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს.
საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 6 კანდიდატს შორის უწევთ. არჩევნების შემდეგ მეჯლისს 550-ის ნაცვლად 600 წევრი ეყოლება.
გასულ წელს ერდოღანმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა რეფერენდუმში, რომელიც კონსტიტუციის შეცვლას და თურქეთს საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო სახელმწიფოდ გადაქცევას ითვალისწინებდა. რეფერენდუმის შედეგად, პრეზიდენტმა მეტი ძალაუფლება მიიღო.