მთავარი პროკურორის არჩევა -  39 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

22 ივნისი 2018, 00:00 1716 ნახვა

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს ხელისუფლებას მთავარი პროკურორი ახალი რეფორმირებული წესით აირჩიონ.  კოალიციის წევრ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ  ახალი მთავარი პროკურორის არჩევა მოქმედი წესით, აზრს მოკლებულია და დამაზიანებელი იქნება არსებითად ახალი პროკურატურის სისტემაზე გადასვლის პროცესისთვის.

განმარტავენ, რომ პროკურატურის მიმდინარე რეფორმა და ახალი გენერალური პროკურორის არჩევა იქნება განმსაზღვრელი, უახლოეს მომავალში პროკურატურა ჩამოყალიბდება აპოლიტიკურ, კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ ინსტიტუციად, თუ, პირიქით. კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ  ხელისუფლებას, რომ შეაჩეროს მოქმედი წესით მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი, განხორციელდეს ძირეული ცვლილებები მთავარი პროკურორის შერჩევის წესში, და პროცესს ჩამოშორდეს იუსტიციის მინისტრი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი