საპლაჟო ფეხბურთში „დინამო ბათუმმა“ პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე დაძლია ჯგუფური ეტაპი და დაამარცხა გერმანიის ნაკრები, მერვედფინალში კი ბელარუსიის ჩემპიონს "ბატეს" მოუგო , ხოლო მეოთხედფინალში პოლონეთის ნაკრები დაამარცხა.
ფეხბურთელებს გამარჯვება დღეს ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ მიულოცა. "დინამო ბათუმი" საპლაჟო ფეხბურთში პორტუგალიაში ასპარეზობის შემდეგ ევროპის 8 საუკეთესო კლუბს შორის მოხვდა.