ანსამბლი არსიანი ქალაქ ბაქოში საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე ისინი ქართული საცეკვაო ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებით წარსდგებიან. საიუბილეო კონცერტს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, ქართული სათვისტომოს, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.