დარღვევები ბათუმის პორტში – გდი-ის დასკვნა

21 ივნისი 2018, 00:00 2592 ნახვა

ბათუმის ნავსადგურის ადმინისტრაცია 10 ათასი ლარით დაჯარიმდა. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა პორტს 10-მდე დარღვევა დაუდგინა. არაგეგმიური შემოწმების შედეგები “მთავარისთვის” ოფიციალურად გამოქვეყნებამდე გახდა ცნობილი.

თვენახევრის წინ პორტში ინსპექტირების სამსახურის შესვლა გოგირდის გრანულების ღია ცის ქვეშ გადატვირთვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია, რაც დასკვნის თანახმად არ აღმოჩნდა დარღვევა. სპეციალისტები არასასიამოვნო სუნის სხვა გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ, რაც ნავსადგურში შემოსული გემების მომსახურებას უკავშირდება.

დარღვევებს შორისაა ჩამდინარე წყლებისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ის რომ ადმინისტრაციას არ აქვს ჩატარებული იხტიოფაუნაზე ზეგავლენის რისკების შესახებ კვლევა. ბათუმის პორტის ადმინისტრაციას დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში