ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და „ევრო ეზოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები შეთანხდნენ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებსაც დოკუმენტი ითვალისწინებს.
დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება, მცენარეთა მოვლა-პატრონობა, სანერგე მეურნეობებში არსებული მცენარეების თესლებისა და კალმების გაცვლა. ასევე ერთობლივად იზრუნებენ ბოტანიკურ ბაღში არსებული მცენარეების მავნებელი დაავადებებისაგან დაცვაზე.