პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები - არაჟანი, მაწონი, ხაჭო და იოგურტი. სასმელის ფართო ასორტიმენტი - ლიმონათი, ლუდი და ნატურალური წვენის შეფუთვები. პროდუქტების ნაწილი, რასაც მოქალაქეები მიირთმევენ, მდინარეში ხვდება.
გუშინ პროდუქტის შეფუთვები და სამშენებლო მასალები მდინარე ბარცხანიდან სანდასუფთავების თანამშრომლებმა ამოიღეს. სხვა შემთხვევაში ნარჩენები ზღვაშიც ხვდება.
ბათუმის შპს ''სანდასუფთავების'' სამსახურის თანამშრომლები მდინარის კალაპოტის გასაწმენდად, რამდენიმე საათის დასჭირდათ.
მდინარის გარდა საყოფაცხოვრებო ნარჩენები მიმდებარე ტერიტორიაზეც ეყარა.
სანდასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, დიდი ოდენობით ნატანი მდინარეში ძლიერი წვიმის შემდეგ მოხვდა, მდინარეების კალაპოტებს კი პერიოდულად საჭიროების შესაბამისად აწესრიგებენ.
დღეს ორი მდინარეს მეჯინისწყალსა და ყოროლისწყალს წმენდენ.
ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და გარემოს გაუფრთხილდნენ.