სასამართლო პროცესი ჯელალ ქიქავას საქმეზე

19 ივნისი 2018, 00:00 2121 ნახვა

ჯელალ ქიქავას ცემის ფაქტზე ბრალდებულების მირზა ვანაძის,  ტარიელ და ზურაბ კეკელიძეების წინასასამართლო სხდომა გაიმართა. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა 24 მარტს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯელალ ქიქავასა და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ბრალდებულები ბრალს აღიარებენ. ადვოკატი კი იმედოვნებს, რომ სასამართლო ბრალდებულებს ალტერნატიულ სასჯელს დაუნიშნავს, რაც ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.

ჯელალ ქიქავას ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 3 ივლისს დაიწყება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი