ბათუმის  მერის  პოზიცია   ბულვარში  კვების  ობიექტებზე 

19 ივნისი 2018, 00:00 1505 ნახვა

ბათუმის მერიამ  შესაძლოა  ბულვარი  საკუთრებაში დაიბრუნოს, მერია გეგმავს  ეს  საკითხი დღის წესრიგში  დააყენოს.  ლაშა  კომახიძის   განმარტებით,  ზღვისპირა პარკი   ქალაქის თვითმმართველობის  დაქვემდებარებაში  რომ  უნდა  იყოს,  ამ საკითხში  მერიისა  და  აჭარის  მთავრობის  მოსაზრება  თანხვედრაშია.

რაც შეეხება ბულვარში რესტორნებისა  და კომერციული დანიშნულების ობიექტების არსებობას – კომახიძე მიიჩნევს რომ ეს  ერთიანი  კონცეფციით  უნდა  რეგულირდებოდეს. მერმა კომენტარი  ბულვარში  “საზანდარის” გახსნასთან დაკავშირებითაც გააკეთა, მისი განმარტებით, მერია მხოლოდ არქიტექტურულ პროექტს  და ობიექტის დანიშნულების შესახებ ზოგად კონცეფციას ითანხმებს, ხოლო ის თუ რა ტიპის საკვები გაიყიდება ამ ობიექტებში ეს მერიის პრეროგატივა არ არის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი