ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირა და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა

14 აგვისტო 2025, 13:18 144 ნახვა

ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი გამოაქვეყნა.

საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი - 63%  მიიღო და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა.

ინსტიტუციური სიძლიერით  საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ალბანეთს,  ჩრდილოეთ მაკედონიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, თურქეთს და ა.შ.    

მსოფლიოში სახელმწიფო მმართველობების ინსტიტუციური სიძლიერეშეფასდა 4 კრიტერიუმით: კოორდინაცია; მონაცემთა შესაძლებლობები; იმპლემენტაცია; ბიუროკრატიის ხარისხი.საქართველო კოორდინაციის მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზე გავიდა; ბიუროკრატიის ხარისხით კი25-ე პოზიცია დაიკავა.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასებით: "ინსტიტუტები, როგორიცაა სამინისტროები, საჯარო დეპარტამენტები და საკანონმდებლო ორგანოები, წარმოადგენენ კარგად მოქმედი მთავრობის ქვაკუთხედს. ძლიერი ინსტიტუტები ეფუძნება მიზანს, შეუძლიათ კოორდინაცია და ეფექტური მუშაობა სხვებთან, გაანალიზონ და კარგად იმოქმედონ ახალი ინფორმაციის საფუძველზე და შეუძლიათ გეგმებისა და პოლიტიკის კონკრეტულ ქმედებებად  და პროგრამებად გარდაქმნა".

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი სინგაპურში მდებარეობს. 

ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში