საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ წალკიდან 3 კილომეტრში, სოფელი ხრამჰესი იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო, ხოლო სიღრმე 10 კილომეტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით, 10:08 საათზე დაფიქსირდა.