რა არის თევზების დახოცვის მიზეზი, რა ხდება ნურის ტბაში მიზეზებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი განმარტავს. სპეციალისტებმა მერიის დავალებით, 4 დღის წინ სინჯები წყლიდან და მკვდარი თევზიდან აიღეს.
გასული წლის დეკემბერში, კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ტბას უჟანგბადობის პრობლემა ჰქონდა და მერიამ სპეციალური სისტემა შეიძინა, რომელითაც ტბის ბინადრები მარაგდებოდნენ ჟანგბადით. გარკვეული პერიოდი სისტემა მუშაობდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა მასობრივად დაიხოცა თევზები ტბაში. ამის გარდა ტბის ირგვლივ მძაფრი სუნია. ვარაუდობენ, რომ წყლის ბინადრები კვლავ უჟანგბადობის გამო იხოცებიან.