''ჩვენ გვჭირდება მცირე მთავრობა'' - მამუკა ბახტაძე

17 ივნისი 2018, 00:00 1791 ნახვა

“მცირე ზომის მთავრობის კონცეფცია უკვე არსებობს”-ეს მამუკა ბახტაძის სიტყვებია. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით ქვეყანას მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ოპერატიული და მოქნილი მთავრობა სჭირდება.

მამუკა ბახტაძე აღნიშნავს, რომ  კონცეფცია მნიშვნელოვან ცვლილებებს გულისხმობს, მათ შორის გარკვეული უწყებების გაერთიანებას. პრემიერობის კანდიდატის განცხადებით ის პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგება და დაასახელა ოთხი ძირითადი პრინციპი, რასაც მისი ხედვა ეფუძნება.  

ოთხიდან ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი განათლებას, ინოვაციას და ახალგაზრდობას ეხება. მისი თქმით, განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება.

დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ტექნოპარკში სტარტაპერებს შეხვდა, სადაც კომენტარი გააკეთა. მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდული ეკონომიკის სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გატარდება საგადასახადო რეფორმა, რომ საქართველო უცხოური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მიმზიდველი ქვეყანა გახდეს. მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი კომპანიის ოფისი საქართველოშიც განთავსდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი