პოლიციელი ცივი იარაღით მოკლეს

15 ივნისი 2018, 00:00 1834 ნახვა

მუხაისტატეს პოლიციის უფროსი ცივი იარაღით მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას მედიკოსები ავრცელებენ. ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ გარდაცვლილი პოლიციელი საავადმყოფოში დაჭრიდან მალევე გადაიყვანეს, თუმცა იგი შოკურ მდგომარეობაში იყო, მისი ჭრილობა კი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი.  იგი საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა. 

"ღამის 4 საათზე შემოიყვანეს პაციენტი ჰემორაგიული შოკით, მას დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა მუცლის ღრუში დაგროვებული. ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ბასრი დანით, ზურგიდან.  დაზიანება დანით მიყენებული იყო წელის არედან და აღწევდა მუცლის ღრუში" - უთხრა ჟურნალისტებს ქაობულეთის რეფერალურ საავადმყოფოს ექიმმა. 

გარდაცვლილ პოლიციის უფროსს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და იგი გადაასვენეს ოჯახში.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი