ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე გამოკითხეს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. გამოძიების ფარგლებში სარალიძემ ჩვენება მოწმის სტატუსით მისცა.
აღსანიშნავია, რომ ზაზა სარალიძე აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით პირველად დაიკითხა. ზაზა სარალიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ის აქამდეც უნდა გამოეკითხა და აღნიშნავს, რომ გამომძიებლებს მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის.