3 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან

13 ივნისი 2018, 00:00 2519 ნახვა

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ღამიდან 3 წელი გავიდა. დღეს 13 ივნისია. 2015 წლის 13 ივნისს თბილისში  ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

დაზარალდა ასობით მოქალაქე. ერთ-ერთი ყველაზე პატარა მდინარის ადიდებამ მაშინ ქუჩები და ზოოპარკი დატბორა, ჩაიყოლა სახლები და ცხოველები.

დღეს მოქალაქეები სტიქიის ზონაში ისევ შეიკრიბნენ, პოლიტიკოსებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, გაიხსენეს დაღუპულები. მოქალაქეებს დღემდე აქვთ შიში მსგავსი ტრაგედიის განმეორების, შიში ყოველი ძლიერი გაწვიმებისას უმძაფრდებათ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი