საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები-განხილვა ევროპარლამენტში

13 ივნისი 2018, 00:00 1601 ნახვა

ევროპარლამენტში თემაზე “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის აგრესიიდან 10 წლის შემდეგ” განხილვა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, სხდომაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი და 30-ზე მეტი ევროპარლამენტარი გამოვიდა ევროპარლამენტის რვა პოლიტიკური ჯგუფიდან.

საგარეო უწყების ცნობით, გამომსვლელების დიდმა უმრავლესობამ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია დაგმო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა.
 

დეპუტატებმა რუსეთის ფედერაციას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისაკენ, საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების ეთნიკურ ნიადაგზე დარღვევების შეწყვეტისაკენ მოუწოდეს.  

საგარეო უწყების ცნობით, ევროპარლამენტის რეზოლუციას “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რუსული აგრესიიდან ათი წლის შემდეგ“ კენჭი ხვალ ეყრება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი