''სტუდენტური დღეები 2018“ დასრულდა. დასკვნითი ღონისძიებების აქტივობები ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა. სტუდენტებმა ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს, შეასრულეს მუსიკალური ნომრებიც.
ღონისძიების ბოლოს კი გამარჯვებული უნივერსიტეტები და სტუდენტები დააჯილდოვეს. სტუდენტური დღეები 2 ივნისს დაიწყო მასში ჩართული 7 სასწავლებელი იყო. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სპორტული და შემოქმედებითი ხასიათის აქტივობები. ღონისძიება ჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს ხელშეწყობით ცატარდა.