პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი დააკავეს

09 ივნისი 2018, 00:00 2254 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მირზა სუბელიანი დაკავებულია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სუბელიანი დღეს გამოკითხვაზე დილიდან იმყოფებოდა.

''დამატებით მოპოვებული მტკიცებულებებით, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია ორი პირი. კერძოდ,მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე, ხოლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დაკავებულია 1979 წელს დაბადებული მირზა სუბელიანი'' - შსს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი