სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

08 ივნისი 2018, 00:00 1452 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მოუწოდებს, დროულად გაატარონ ღონისძიებები თხილის ნაცროვანი დაავადების წინააღმდეგ, რაც დაავადების გავრცელების რისკს შეამცირებს და თხილს დაზიანებისგან დაიცავს. სპეციალისტების ინფორმაციით, თხილის ნაცროვანი დაავადება აზიანებს ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფს.

კერძოდ, ფოთოლზე ჩნდება ნაცრისფერი ფიფქი, ყვითლდება და ცვივა. ანალოგიური ფიფქი ჩნდება ყლორტზეც. სააგენტოს განცხადებით, დაავადების  თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია თხილის შეწამვლა ფუნგიციდებით. ამასთან, ქიმიური წამლობისას მკაცრად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების წესები, შეწამვლისას აუცილებელია ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი