პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეების ჩართულობით შშმ პირების ტრანსპორტისთვის საპარკინგე ადგილი მოეწყო.
მოსწავლეებს ფონდ „ოცნების“ პროექტ „ტრიბუნის“ ფარგლებში დავალება მიეცათ, რომლის მიხედვითაც სოციალური აქტივობა უნდა მოეფიქრებინათ და განეხორციელებინათ. მოსწავლეებმა მერიას მიმართეს და ერთთვიანი პროცედურების სკოლასთან შესაბამისი ნიშანი დაიდგა.