''სტუდენტური დღეები 2018'' დაიწყო

04 ივნისი 2018, 00:00 1245 ნახვა

სტუდენტური დღეები 2018 დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში პირველი აქტივობა ქუჩის კალათბურთში გაიმართა, რომელშიც ბათუმის 6 სასწავლებელი მონაწილეობდა. სპორტული, შემეცნებითი და სხვადასხვა სახის აქტივობა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დასკვნითი ღონისძიება 10 ივნისს ბათუმის საზაფხულო თეატრში ჩატარდება, სადაც გამარჯვებულებს დააჯილდოებენ. პროექტი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 2011 წლიდან ტარდება.

ამავე კატეგორიაში