''პრემიერთან შეხვედრა პოლიტიკოსების გარეშე არ უნდა შედგეს'' - ზაალ უდუმაშვილი

04 ივნისი 2018, 00:00 1588 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრა პოლიტიკოსების გარეშე არ უნდა შედგეს. 

''თუ გიორგი კვირიკაშვილი ამ ფორმატზე უარს იტყვის, მძლავრ პროტესტს მიიღებს'' - აცხადებს უდუმაშვილი. მისი თქმით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მთავრობის მეთაურთან საგამოძიებო მოქმედებებზე საუბარს არ აპირებს. 

''არანაირი საგამოძიებო მიმართულების განხილვას ჩვენ პრემიერთან არ ვაპირებთ. საგამოძიებო მოქმედებებზე საუბარი თუ სურდათ ამისთვის 6 თვე ჰქონდათ. ახლა ჩვენი მოთხოვნა ხელისუფლების დათხოვნაა. ყველა მოქმედება იქნება ერთობლივი და მოთხოვნები ზაზა სარალიძესთან შეთანხმებული'' - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. 

დღეს გიორგი კვირიკაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, მოკლული მოზარდების მშობლებს შეხვდეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი