შინაგან საქმეთა სამინისტრო ხორავას ქუჩაზე ინციდენტის ორმა მოწმემ უკვე დატოვა. 51-ე სკოლის ფიზიკის პედაგოგი და ერთი არასრულწლოვანი გამოკითხვაზე თითქმის სამი საათი იმყოფებოდნენ. მათ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს და განმარტეს, რომ გაუთქმელობის ხელწერილი აქვთ დადებული, რის გამოც,გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ხელახალი გამოძიების ფარგლებში გამოკითხვები გუშინ განახლდა.
ამ დროისათვის 7 მოწმეა გამოკითხული, მათგან ხუთი არასრულწლოვანია, ორი კი 51-ე სკოლის პედაგოგი. თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილს სასამართლომ 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.