ავარიის შედეგად დაშავებულები ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოდან უკვე ბინაზე გაეწერა.
მედიკოსების ინფორმაციით მათი მდგომარეობა სტაბილურია. მძიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. პაციენტებმა სამედიცინო ცენტრი პირველადი კლინიკური დაკვირვებისა და კვლევების შემდეგ დატოვეს.