“შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის” - საპატრიარქო

03 ივნისი 2018, 00:00 1686 ნახვა

მოკლული არასრულწლოვნების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლების და ოჯახის წევრების პატრიარქთან შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ, ტექსტში აღნიშნულია, რომ “ ილია მეორემ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ მომხდარის გამო და უსურვა ღვთის შეწევნა.

''შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და  სხვა მიზანი არ ჰქონია.” ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 1 ივნისს თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე სასულიერო პირთა მონაწილეობა და მათი მხრიდან შეფასებების გაკეთება მათი პირადი ინიციატივა და ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ინფორმირებული არ იყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი