2 დაღუპული ტყიბულის შახტაში

02 ივნისი 2018, 00:00 1917 ნახვა

დილით ტყიბულში, ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე ორი მუშა დაიღუპა. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. გარდაცვლილები 27 წლის და 60 წლის ასაკის კაცები არიან. შახტში დასაქმებულთა ინფორმაციით, 30 მეტრის სიღრმეზე ჩასულ მუშას ჟანგბადი არ ეყო და გონება დაკარგა, მეორე კი, მიკროშახტში მის დასახმარებლად ჩავიდა და ჟანგბადის უკმარისობის გამო, ისიც ადგილზე გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, შახტში ე.წ. ჰაერის კომპრესორი ჩართული არ იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი