''უნდა მივცეთ შანსი ხელისუფლებას, თუ არის კითხვები უპასუხოს'' - ლევან დადუნაშვილის მამა

01 ივნისი 2018, 00:00 1972 ნახვა

ზაზა შენს გვერდში ვარ, მთავრობა შენს გვერდშია, - ამ სიტყვებით მიმართა მოკლული ლევან დადუნაშვილის მამამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძეს. 
„მე ზაზას თანადგომას ვუცხადებ და მის გვერდში ვარ. ჩემი ტრაგედია და ზაზას ტრაგედია ერთია. მინდა ყველას მოგმართოთ, მოდით ის გამოძიება, რომელზეც კითხვები გვიჩნდება, გამოიძიოს იმ სახელმწიფომ, რომელშიც ვცხოვრობთ“, - განაცხადა დადუნაშვილმა.

მის ამ განცხადებას აქციის მონაწილეთა ნაწილში უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა.

ამავე კატეგორიაში