პროკურორები, მოსამართლეები, მაღალი თანამდებობის პირები და ჩინოვნიკები – ამ დრომდე თბილისში აქციაზე მისული ადამიანები სიტყვით გამოდიან და იმ პირებს ასახელებენ, რომლებიც მათი თქმით, უსამართლო და უკანონო საქციელის მიუხედავად, დააწინაურეს, ან სამსახური შეუნარჩუნეს – უსამართლობის განცდაზე უკვე მეორე დღეა აქტიურად საუბრობენ მთელ საქართველოში.
სამოქალაქო საზოგადოება, რიგითი მოქალაქეები სვამენ კითხვებს და ითხოვენ პასუხებს. ითხოვენ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის დაყენებას. ეს ყველაფერი კი 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, დაუცველი ბავშვის დათო სარალიძის მამის მიერ სამართლის და სიმართლის ძიებით დაწყებულ პროტესტს მოჰყვა.
სწორედ ამის შემდეგ დაუბრუნდა ხორავას ქუჩის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს.