მოვითხოვ მთავრობა გადადგეს - ზაზა სარალიძე

01 ივნისი 2018, 00:00 1591 ნახვა

სისტემამ და სისტემის მფარველებმა ჩვენ ომი გამოგვიცხადა, მათ არ აღელვებთ ჩვენი მომავალი. უნდათ რომ მკვლელები იყვნენ გარეთ - ზაზა სარალიძის თქმით, ის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და მთავრობის გადადგომას მოითხოვს. სარალიძემ აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ უკან დახევას არ აპირებს.

''მინდა იცოდეთ, აქ პოლიტიკური პარტია არაფერ შუაში არ არის. ნუ მისცემთ ნურავის იმის საშუალებას, თქვან, თითქოს ჩემი შვილის სული გავყიდე. ჩვენ რიგებში თუ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ ვუყურებ როგორც საქართველოს მოქალაქეს და ჩემნაირი ადამიანს. ნუ გააიგივებთ ჩვენ მოკლულ შვილებს, შვილმოკლულ ოჯახებს პოლიტიკურ პარტიებთან. მიმძიმს ასეთ განაცხადის გაკეთება, მაგრამ სისტემამ და სისტემის დამცველებმა დღეს იძულებული გამხადეს. მათ ყველა შვილმოკლულ ოჯახს კიდევ ერთხელ ჩაგვაფურთხს სულში. სისტემა უნდა დაინგრეს. სისტემის მფარველებმა ბევრი ადამიანი გამომიგზავნეს დღეს, რომლებიც ისევ და ისევ მოლაპარაკებას მთავაზობენ. თითქოსდა შექმნეს რაღაც ჯგუფები, რომლებიც დაიწყებენ, გამოძიებას. მოწმეები აღარ არსებობს, ნივთმტკიცებები აღარ არსებობს. გამოძიება ვეღარ ჩატარდება ხალხო, კიდევ უნდათ რომ მომატყუონ, მე ამას არ დავუშვებ. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს მომავლისთვის ყველა ერთად ვიბრძვით. მე ყველას გიყურებთ როგორც ჩემს ძმებს, დებს, ჩემს მამებს

სისტემამ და სისტემის მფარველებმა ჩვენ ომი გამოგვიცხადა, მათ არ აღელვებთ ჩვენი მომავალი. უნდათ რომ მკვლელები იყვნენ გარეთ. დავტოვოთ მკვლელები გარეთ? დავუშვათ?

ნებისმიერი მოქალაქის პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე. პირადად მოვითხოვთ მთავრობის გადადგომას. დაუყოვნებლივ გამოვიდეს კვირიკაშვილი და გააკეთოს განაცხადი გადადგომაზე. არა მარტო კვირიკაშვილმა მისმა რჩეულმა მთავრობამ, ყველამ.

მე დღეს, აქ, შვილმოკლული მამა ვდგავარ. სანამ პირში სული მიდგას, სანამ სისტემა არ დაინგრევა აქედან ფეხს არ მოვიცლი. 

უნდათ დაღვარონ ჩემი სისხლი, დაღვარონ .. დაე იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი., რათა მომავალი თაობა არ განადგურდეს. იყოს ჩემი ოჯახი ამ ტრაგედიის მატარებელი. რადგან ჩვენ აღარ გვყავდეს ტატუნაშვილები , მაჩალიკაშვილები, გაბუნიები. დაინგრეს სისტემა.'' - თქვა ზაზა სარალიძემ.

ამავე კატეგორიაში