სპორტი მთავარში

01 ივნისი 2018, 00:00 1972 ნახვა

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიაში ამხანაგურ შეხვედრას მართავს. ვლადიმერ ვაისის გუნდი მალტის ნაკრებს ამარცხებს. ანგარიშით ?:?. საქართველოს ნაკრები მალტას რვაჯერ შეხვდა, აქედან 5 მოიგო, 2 ფრედ დასრულდა და ერთში დამარცხდა. მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ლუქსემბურგის ნაკრებთან 5 ივნისს გამართავს. უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშება მიმდინარე წლის 6 სექტემბერს იწყება. ტურნირი ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრების მატჩით გაიხსნება. 

ქართულ ძიუდოში არსებული რთული ვითარება წუხელ სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. თბილისის ცენტრში გუშინ ღამით ვეტერანი ძიუდოისტი, იოსებ წელაური დაჭრეს. შ.ს.ს. სამინიტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს, მათ შორის ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ამჟამად კი ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი ლომერ ჟორჟოლიანი, რომელიც პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით ადგილზევე დააკავა. დაჭრილი იოსებ წელაური კი არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველთა ინფორმაციით კონფლიქტში გაფიცული ძიუდოსიტები ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც მონაწილეობდნენ, ასევე დაუდასტურებული ინფორმაციით ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია. აღნიშნულ ფატქზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დღესვე ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების პროტესტს შეურთდა საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც სრული შემადგენლობით დატოვა სამწვრთნელო შეკრება და შესაბამისად ისინიც ითხოვენ დავით ქევხიშვილის გადადგომას. 

დღეს პორტუგალიურ ნაზარეში, ქვიშის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონთა თასის 1/4 ფინალში, ბათუმის დინამო პოლონურ ლოძს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 9:5 დამარცხდა. დინამოელთაგან გამორჩეული იყო ლეგიონერი -ედუ სუარესი რომელმაც პოკერი შეასრულა და სამი გოლი ე.წ. მაკრატელა დარტყმით გაიტანა. ამ მარცხის შემდეგ, ბათუმის დინამო მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. დღესვე აჭარის საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ჯაბა ჭანტურიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციასთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და 2019 წელს  ევროპის ჩემპიონატს დიდი ალბათობით ბათუმი უმასპინძლებს. 

დღე ენ-ბი-ეის 2018 წლის სეზონის ფინალური მატჩის პირველი შეხვედრა გაიმართა, ზედიზედ მეოთხე წელია ფინალში ერთმანეთს გოლდენ სტეიტ ურიორსი და კლივლენდ კავალიერსი უპირისპირდებიან. სან-ფრანცისკოში გამართული შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ გამარჯვებული ოვერტაიმში გამოვლინდა, ძირითადი დრო ანგარიშით 107:107 დასრულდა, ოვერტაიმში კი მეომრები უკეთ გაისარჯნენ და 124:114  იმარჯვეს, რის შედეგადაც სერიაში ანგარიში 1:0 გახდა. რაც შეეხება მოთამაშეებს, ტრიომ კარი, დურანტი, ტომპსონი: შესაბამისად 29,26 და 24 ქულა მოაგროვეს და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. სტუმართა მხრიდან შეუდარებელი იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც პლეი-ოფ კარიერაში თავისი ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა და 51 ქულა მოაგროვა. ზაზა ფაჩულია ამ შეხვედრაში პარკეტზე არ გასულა. მომდევნო მატჩი 3 ივნის ისევ გოლდენის არენაზე გაიმართება 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  „მსაჯთა აკადემიის“ მეორე ნაკადზე მსურველთა მიღებას იწყებს. განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო და 15 ივნისამდე გაგრძელდება. მსაჯთა აკადემიაში სწავლა, მომზადება, ეკიპირება და სასწავლო მასალები უფასოა.  აღნიშნული პროექტი  საქართველოში პირველად, ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით 2017 წლის მიწურულს გაიხსნა. მსაჯთა აკადემია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ამ ეტაპზე  აკადემიას პირველი კურსდამთავრებულები უკვე ჰყავს.

ამავე კატეგორიაში