ბათუმის დრამატული თეატრი - რეკონსტრუქცია სრულდება

01 ივნისი 2018, 00:00 3643 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია დასასრულს უახლოვდება, თუმცა მისი გახსნის კონკრეტული თარიღი უცნობია.

სამხატვრო ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ თეატრი განახლებული ინტერიერით მაყურებელს მომავალ წელს, ქართული თეატრის დღეს უმასპინძლებს.

ანდრო ენუქიძე პრემიერისთვის უკვე ემზადება, მაგრამ დეტალებზე არ საუბრობს და საპრემიერო სპექტაკლს საიდუმლოდ იტოვებს.

რესტავრაცია ჩაუტარდა ინტერიერს, ჭაღებს და სავარძლებს. შენობაში განთავსდება თეატრის მუზეუმი და ლიტერატურული კაფე.

სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, თეატრის ახალი სივრცე და ტექნიკური აღჭურვილობა საშუალებას იძლევა, ქალაქმა მომავალში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალსაც უმასპინძლოს.

დრამატულ თეატრს რეკონსტრუქციის შემდეგ ორი სცენა ექნება. 

სპეციალისტები შეეცადნენ, რომ ისტორიული თეატრისთვის ავთენტურობა მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია 2015 წელს დაიწყო. სამუშაოებს ფონდი “ქართუ” აფინანსებს. 



  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში