მთავარი პროკურორის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვებაზე და შეფასებები

31 მაისი 2018, 00:00 1811 ნახვა

მთავარმა პროკურორმა  ირაკლი შოთაძემ გადადგომის შესახებ  განცხადება პროკურატურის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. განცხადებაში ირაკლი შოთაძე აღნიშნავს რომ, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი  მტკიცებულებები უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას.შოთაძის თქმით   პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და  სამართლიანი შედეგი ამ ეტაპზე ვერ დადგა. ყოფილი პროკურორი   იმედს გამოთქვამს  , რომ   ზემდგომი ინსტანციის  სასამართლოს გადაწყვეტილებით  ყველა  დამნაშავე  კანონის წინაშე აგებს პასუხს. ირაკლი შოთაძემ განცხადებაში ყურადღება  გაამახვილა ადამიანურ ფაქტორზეც ხორავას ქუჩაზე დაღუპული მოზარდების მშობლებს მიმართა და აღნიშნა,რომ მათი შვილების სიცოცხლედ  არ უღირს თანამდებობა და იმედოვნებს ,რომ   გადადგომის  გადაწყვეტილებით დაღუპულთა მშობლები დარწმუნდებიან რომ , მის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლო იყო .განცხადების ბოლოს შოთაძემ საზოგადოებას მოუწოდა ,რომ გვერდში დაუდგნენ  დაზარალებულ ოჯახებს და გამოძიებას დაეხმარონ.

უმაღლესი პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული ნაბიჯი უწოდა  შოთაძის გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილმა . ის  განცხადებაში აღნიშნავს ,რომ მოვლენები ისე განვითარდა, რომ  გამოძიების სანდოობა დაზარალებულის და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ეჭვის ქვეშ დადგა, რასაც მთავარი პროკურორის მხრიდან  მოჰყვა ღირსეული გადაწყვეტილება.მან  მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს და  მართლმსაჯულების ყოველ მიზეზ გარეშე აღსრულების იმედი გამოთქვა.

ირაკლი  შოთაძის გადადგომას გამოეხმაურა  საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი .ის არ ეთანხმება  ყოფილი პროკურორის შოთაძის გადაწყვეტილებას და ამბობს , რომ  სამართლის უზენაესობის აღსრულებაზე ნეგატიურად აისახება. თეა წულუკიანი წერს ,რომ  შოთაძის გადადგომის მოთხოვნა  იყო არასწორი ,მან მადლობა გადაუხადა ირაკლი შოთაძეს იმ მხარდაჭერისთვის რომელსაც მისი  ხელმძღვანელობის პირობებში პროკურატურა მხარს უჭერდა  ყველა სამართლებრივ და  პროგრესული იდეისა თუ რეფორმას 

ირაკლი შოთაძის გადადგომას  მეორეხარისხოვან საკითხად აფასებს პარლამენტის  ვიცე-სპიკერი ,მისი შეფასებით  საქმე გვაქვს   გაცილებით  მძიმე ადამიანურ ტრაგედიასთან ვიდრე  თანამდებობიდან გადადგომაა. გია ვოლსკი ამბობს ,რომ  გადადგომა ემოციურიც არის, ადამიანურიც და პროფესიონალის გადადგმული ნაბიჯიც, რომელიც ფიქრობს, რომ გამოძიებას ხელი დააკლო. შოთაძის გადადგომა გამოსავლად არ მიაჩნია სერგი კაპანაძეს,პარლამენტარი აცხადებს , რომ   ეს არის  მხოლოდ პირველი  ნაბიჯი და საბოლოო ამოცანა იმ ადამიანების დასჯაა, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

ხორავას ქუჩაზე დაღუპულების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნები  თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ,სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა დაზარალებული ოჯახისა და    საზოგადოების საპროტესტო აქციები,ასევე პროკურორის გადადგომის მოთხოვნა,რის შემდეგაც ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა ,მის მოვალეობას კი ყოფილი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე შეასრულებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი