გადადგეს მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო გვენეტაძე, ლევან მურუსიძე, ვახტანგ გომელაური - აქციის ახალი მოთხოვნები

31 მაისი 2018, 00:00 2354 ნახვა

მთავარი პროკურორის და საქმის პროკურორების გადადგომა პირდაპირ და ღიად მოითხოვეს დღეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა და უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ.

გადადგომას და სამართლიან გამოძიებას ითხოვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. აქცია ახლაც გრძელდება დედაქალაქში, ამჯერად უკვე საქართველოს პარლამენტთან. აქციაზე შეკრებილები დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ, ზაზა სარალიძე კი მათ მფარველობაზე საუბრობს, მიუთითებს მტკიცებულებების განადგურებაზე.

როგორც იცით, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გამტყუნდა, დავით სარალიძის მკვლელობაზე კი მუხლი შეიცვალა და მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უცნობია ვინ მოკლა არასრულწლოვანი. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში