ევროპის მოედანზე სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ბათუმელები ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
"ნუ მომკლავ", ''აღსრულდეს სამართალი",- ეს არის აქციის ლოზუნგები. ევროპის მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ხელოვანები და ბათუმელები არიან შეკრებილები. აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს.
როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, შვილმკვდარი მამა ზაზა სარალიძე მარტო არ არის და მას საზოგადოება უდგას გვერდით. აქციის მონაწილეები ძალისმიერი უწყების წარმომადგენლებს ეფექტურ გამოძიებას და მკვლელობაში მონაწილე პირების დროულ დასჯას თხოვენ.
სოლიდარობის აქცია აჭარის მთავრობის სახლთანაც გაიმართა. სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები.