ირაკლი შოთაძე - ჩვენი მიზანია აღსრულდეს მართლმსაჯულება

30 მაისი 2018, 00:00 1652 ნახვა

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა აკეთებს ყველაფერს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ყველა დამნაშავე წარსდგეს კანონის წინაშე და აღსრულდეს მართლმსაჯულება. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ხორავას ქუჩის საქმეში დაზარალებულებთან შეხვედრა სურს. როგორც შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი საკითხი რაზეც დაზარალებულებთან საუბარი სურს, პროკურატურის გეგმებია.

მთავარი პროკურორის განმარტებით, საგამოძიებო უწყება ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის შედეგად უკვე თავად მიიღებს კონკრეტულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის კითხვები, რომელიც დაზარალებულს აქვს ჩვენს მიმართ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დაზარალებულს შევთავაზეთ სამუშაო ჯგუფებში შეხვედრა, რომელშიც მე პირადად ჩავერთვები და მზად ვარ მის კითხვებს გავცე პასუხი - განაცხადა შოთაძემ.

ამავე კატეგორიაში