თავდასხმის დროს დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

29 მაისი 2018, 00:00 1267 ნახვა

ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზე რჩება. მედიკოსების ინფორმაციით, მას ყველა გადაუდებელი ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდა და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.

საქმეზე თვითმხილველები უკვე გამოკითხეს, გამოკითხულია ოჯახის წევრიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. დამნაშავე არაა დაკავებული, იგი ამ დრომდე იძებნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი