შსს: უფლებადამცველ მერაბ ბლადაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა ნათესავმა მიაყენა

28 მაისი 2018, 00:00 2313 ნახვა

მოქალაქე მერაბ ბლადაძის ცემის ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, უფლებადამცველ მერაბ ბლადაძეს,  14 მაისის ღამეს,  წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ნათესავმა მას ხის ჯოხით მსუბუქი დაზიანებაც მიაყენა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  უფლებადამცველ მ.ბ.-ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე 2 პირი - 1985 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1988 წელს დაბადებულ ს.ბ. პასუხისგებაში მისცეს. ბრალდებულები ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მათ ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სასჯელის სახით ჯარიმა შეუფარდა" - წერია შს სამინისტროს განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში