ქედის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიისა და მის დაქვემდებარებაში არსებულ ადმინისტრაციულ შენობებში, თამბაქოს რეგულაციის კონტროლი პასუხისმგებელ პირს უნდა დაევალოს. პასუხისმგებელ პირს რომელსაც ფაქტის დაფიქსირება და შსს-თვის ცნობა ევალება, მუნიციპალიტეტის მერი ან საკრებულოს თავმჯდომარე შეარჩევს.
პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა იკრძალება დახურულ სივრცეში, გარდა საკუთარი სახლისა. მოწევა შეგიძლიათ როგორც უკვე ვთქვი, საცხოვრებელ სახლში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში - მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ტაქსიში და ზღვაში გასასეირნებელ საშულებებში. კანონის აღსრულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იზრუნებენ. ჯარიმების გამოწერა სწორედ სამართალდამცველების კომპეტენციაა.