ავღანეთში 26 მაისი აღნიშნეს

27 მაისი 2018, 00:00 1670 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნა. წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში წირვა აღევლინა, კაპელანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული გმირებისთვის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადა.

საზეიმო ღონისძიება სიმბოლური მარშით გაგრძელდა. გარბენში მონაწილეობა ქართველი მშვიდობისმყოფელების გარდა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის სამხედროებმაც მიიღეს. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საჩვენებელი სწავლებაც გაიმართა. ქართველმა სამხედროებმა სწრაფი რეაგირების, დაშავებულის პირველადი სამედიცინო დახმარების და ევაკუაციის ამოცანები შეასრულეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი