აშშ-ის კონგრესის მიერ ინიცირებული რეზოლუცია

27 მაისი 2018, 00:00 1521 ნახვა

აშშ-ისა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავება, გაძლიერება, ასევე ქვეყნებს შორის სავაჭრო და კომერციული ურთიერთობების განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს იმ რეზოლუციაში წერია, რომლის ინიცირებაც ამერიკის კონგრესში  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით მოხდა. რეზოლუცია სენატორებმა დევიდ პერდიუმ ბენ კარდინმა და ჯონი იზაკსონმა  წარადგინეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით  აშშ-ის კონგრესი გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

რეზოლუცია მხარს უჭერს დამოუკიდებელ, ერთიან, მშვიდობიან საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხო მომავალს. კონგრესი გმობს საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას რუსეთის ფედერაციის მიერ და ხაზს უსვამს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრების ნეგატიურ შედეგებს. სენატი აღნიშნავს, რომ 2008 წლის რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს შეზღუდული აქვს საკუთარ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების უფლება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი