366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო

26 მაისი 2018, 00:00 1538 ნახვა

366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო თავისუფლების მოედანზე. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მონაწილეობას იღებენ წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინსტრუქტორთა შემადგენლობა,  სერჟანტთა კოლოფი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, ქართულ-ამერიკული პროექტის – „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში“ მონაწილე 43-ე ბატალიონი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორები და რეკრუტების ექვსი კოლოფი.

ფიცის დადების ცერემონიაზე ერთი საჯარისო ნაწილი მკვლევარების დახმარებით აღდგენილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცების ფორმებით იყო წარმოდგენილი. ჯარისკაცები, ასევე აღჭურვილნი იყვნენ იმ დროისთვის შესაფერისი იარაღით. ფიცის დადების ცერემონია ლიეტუვიდან მოწვეულმა ორკესტრმა გააფორმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი