სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

12 ივლისი 2016, 00:00 3497 ნახვა

ამ წუთებში ქედაში სოფელ ჯალაბაშვილებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გარემოს დაცვის სამმართველოს და საგზაო დეპარატმენტის ხელმძღვანელები სტიქიის შედეგებს ეცნობიან. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 8 ივლისს აღნიშნულ ტერიტორიაზე გააქტიურებულმა მეწყერმა გზის სავალ ნაწილთან ერთად საფრთხე შეუქმნა ერთი ოჯახის საცხოვრებელსაც. დაზარალებულები ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლას და კომპენსაციას მოითხოვენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქედაში 10-მდე მეწყერი დაფიქსირდა. მოგვიანებით მთავრობის წევრები არსებულ ვითარებას უჩამბაში გაეცნობიან. საბოლოოდ მონაცემებით, ქედის მუნიციპალიტეტი 86 ათას ლარით დაზარალდა. შუახევში კი ზარალის ოდენობამ 107 ათასი ლარი შეადგინა

ამავე კატეგორიაში