საქართველოს მთავრობამ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ცნობილია რომ ბოლო პერიოდში ძალადობის შემთხვევების შესახებ 112-ზე მიმართვიანობა გაზრდილია, ამასთან გაიზარდა შემაკავებელი ორდერების გამოცემის რაოდენობაც, თუმცა შემაფერხებელ გარემოებებზე საუბრობენ ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებში. მათ გუშინ გადაცემა “ახალ სივრცეში” არაერთხელ აღნიშნეს, რომ ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი პოლიციელები არიან, რადგან შესაძლო ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად დაცინვის ობიექტები ხდებიან.
ამბობენ, რომ აქვთ კონკრეტული მაგალითები. კონკრეტული შემთხვევების დასახელებას ითხოვს შსს, სამინისტროსგან კი სტატისტიკას ითხოვენ გენდერული საბჭოები.
კოორდინაციის პრობლემაზე ისაუბრა ქობულეთის საკრებულოს წევრმა. მათ პასუხები უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარეს მოსთხოვეს, რომელიც ამბობდა რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ძალადობის მსხვერპლის დასაცავად.